Logo

ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში

პოლიტიკა
739
Frontnews image description

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მუნიციპალიტეტებში პარტიების მიერ მიღებული მანდატების მიხედვით, საკრებულოების არჩევნების შეჯამებული შედეგები წარადგინა.

 

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით 2068 მანდატი იყო გასანაწილებელი.

 

“ეს მანდატები შემდეგი სახით განაწილდა. „ქართული ოცნება“ – 1 331 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 502 მანდატი, „საქართველოსთვის“ – 109 მანდატი, „ლელო“ – 27 მანდატი, „ევროპული საქართველო“ – 18 მანდატი, „მესამე ძალა“ -8, „მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 6, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5, „ევროპელი სოციალისტები“, – 4, „ლეიბორისტული პარტია“ – 3, „სახალხო პარტია“ – 3 „პროგრესი და თავისუფლება“ – 2, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ -2, „მოქალაქეები“, – 1“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მთლიანობაში მმართველმა პარტიამ საკრებულოებში მანდატების 66% მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25%, სხვა პარტიებმა კი – 9%.

 

“ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ ეს მაჩვენებელი 68%-მდეც გაიზრდება. „ქართული ოცნება“ ერთპატიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, გამონაკლისია რამდენიმე საკრებული, თუმცა საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ციფრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement