
ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხის დაახლოებით 60 პროცენტი დღეს მხარს დაუჭერს მშვიდობიან განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არსებობს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, ასევე კარდაკარის შედეგები.
“არსებობს სოციოლოგიური შედეგები, რომელიც გვაქვს ჩვენ, არსებობს „გორბის“ კვლევის შედეგები. ასევე რაც მთავარია ჩვენთვის, არსებობს კარდაკარის შედეგები, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მუშაობას 73 შტაბი. ყველა პასუხისმგებლობით აღჭურვილი პარტია ატარებს კარდაკარს. ჩვენ ამ არჩევნებზე ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელმაც ჩაატარა კარდაკარი. კარდაკარი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები დადიან თითოეულ ოჯახში და იღებენ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს