ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ერლან კოშანოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობას.
"აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივა.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ყაზახეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


