
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა განიხილეს და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების, საინვესტიციო კავშირების გაძლიერებისა და ორი ქვეყნის ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში არსებული შესაძლებლობები. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის, ასევე „შუა დერეფნის” მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს