Logo

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
337
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ესწრებოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები