
ავტორი
Front News საქართველო
ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
"ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვართ ყაზახეთის ძლიერი წინსვლით და პროგრესით, ეკონომიკური მიღწევებით, რეგიონულ და გლობალურ ჭრილში პოლიტიკური პოზიციების გამყარებით.
ყაზახეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გილოცავთ რეფერენდუმის ჩატარებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ყაზახეთის მოდერნიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერება მართლაც შთამბეჭდავია და ძალიან გვახარებს მოვლენების ამგვარი განვითარება თქვენს ქვეყანაში. მოუთმენლად ველით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ყველა მიმართულებით. თანამშრომლობის პოლიტიკური განზომილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ფორმატებში კარგი თანამშრომლობისთვის. ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით გვაქვს ძალიან პოზიტიური ტენდენციები და დარწმუნებული ვართ, ეს ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის”, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს