
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულაციაა.
“ერთ წელიწადზე მეტია შესრულებული მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იქიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ არის რაღაც სიკვდილის საფრთხე, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საქმე და ა.შ. ერთი წელია მიდის ამაზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, არავითარი საფუძველი არ აქვს, შევიდა სახალხო დამცველი და დიაგნოზიც ვერ გამოიტანა ციხიდან, არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი განცხადებით, სახელმწიფოს და სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხისმგებლობაა იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე, და ეს ზრუნვა გაგრძელდება.
უფლებამდაცველების ინფორმაციით, ბოლო საათების განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს