
ავტორი
Front News საქართველო
ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა.
“მინდა, ასევე, გამოვეხმაურო საზოგადოებრივ მაუწყებელში ნაციონალური მოძრაობის შეჭრის ფაქტს. ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა. ამასთან, ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე ბოდიშს ვუხდი რამდენიმე გულწრფელ და შეცდომაში შეყვანილ ადამიანს, რომლის გამოსწორება, მგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს