
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან საინტერესო სქემაა: ბათუმის პორტში შემოდის კეზერაშვილთან დაკავშირებული გემი, ხოლო შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემის თაობაზე ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე შემოდის საქართველოში სანქცირებული ტვირთი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უმარტივესი სქემა გაიშიფრა და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები.
“სქემა არის ძალიან საინტერესო. შემოდის გარკვეული გემი, თუ არ ვცდები, ბათუმის პორტში იყო ეს. ეს გემი დაკავშირებულია კეზერაშვილთან, ხოლო შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემის თაობაზე ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე ხდება საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოტანა. მარტივად არის შეფუთული ის მიზანი, რომელიც იდგა ამ ყველაფრის უკან – სცადეს რაღაცნაირად დაელაგებინათ, თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას, სინამდვილეში ამ ყველაფერს აკეთებდა მარტივი სქემით კეზერაშვილი. ეს უმარტივესი სქემა გაიშიფრა და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს