
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ადამიანი რაღაცას მალავს, ე.ი. მას აქვს რაღაც დასამალი, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ყველა ხედავს, რომ ხოშტარია კვლავაც მალავს იმ თანხებს, რომელიც მას წლების განმავლობაში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს და რუსეთ-უკრაინის ახლანდელი ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ერიცხებოდა. როცა ადამიანი რაღაცას მალავს, ე.ი. აქვს რაღაც დასამალი. დამატებით საინტერესოა ის, რომ ყველა იმ პროვოკაციის ორგანიზატორი, სულის ჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ხოშტარია. ის ასევე იყო “მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ის არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი.
რა თქმა უნდა, იკვრება ლოგიკური ჯაჭვი და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს