
ავტორი
Front News საქართველო
დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ლიდერი არის მოწოდების სიმაღლეზე, მათ აქვთ სრული მოტივაცია გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში – განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, დღეს გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, რომლებსაც შეუძლიათ სათანადოდ საქმის კეთება.
“პრემიერი არის ღირსეული, პარლამენტის თავმჯდომარე არის ღირსეული, მერი არის ღირსეული და სწორედ ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ გასული წლის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ზურგს უმაგრებს გამოცდილება, შესაბამისი განათლება და მისი დამსახურებაა ის, რომ 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რაც იყო მეორე მაჩვენებელი მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ლიდერი არის მოწოდების სიმაღლეზე და მათ აქვთ სრული მოტივაცია გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. ხშირი ცვლილება ასეთი ლიდერების დონეზე, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს