
ავტორი
Front News საქართველო
თვეებია, გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, ყველა ემიგრანტს, რომელიც ამის სურვილს გამოხატავს, ექნება ხმის მიცემის საშუალება.
“ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ექნება ხმის მიცემის საშუალება, დანარჩენი არის სპეკულაციები. ჩვენ გვესმის რა თქმა უნდა, მაგალითად აშშ-ში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი, გვესმის რომ აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ მაქსიმალურად, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ყველა საელჩოში იხსნება საარჩევნო უბნები, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები, დანარჩენი არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები, ამიტომ არ ვაპირებთ ამ სპეკულაციებზე დამატებით კომენტარების გაკეთებას”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს