
ავტორი
Front News საქართველო
ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს “დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა.
მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა, ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ.
“ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით, როგორიცაა იგივე ხელისუფლების ეფექტიანობა, კონკრეტულად აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანობა, რა თქმა უნდა, ასე უნდა გავაგრძელოთ. ეკონომიკური ზრდა რომ არის ძალიან მაღალი, ესეც რა თქმა უნდა ეფექტიანობის დამსახურებაა. ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა, ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს