Logo

ირაკლი კობახიძე – ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არ იყო ფხიზელი ამ მიტინგებზე

პოლიტიკა
618
Frontnews image description

სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და მისი ემოციური განცხადებები არ არის გასაკვირი.

“სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე მისი ემოციური განცხადებები არავისთვის არის გასაკვირი. მისი განცხადებით, პოლიციელები იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არ იყო ფხიზელი ამ დღეების განმავლობაში ამ მიტინგებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები