ირაკლი კობახიძე – ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შესვლა.
“მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით და ეს გააკეთეს ერთი მარტივი მიზეზით, იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა. ეს განცხადებები არ არის კანონიერი, ლეგიტიმური.
სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მათ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა