Logo

ირაკლი კობახიძე – ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, იგულისხმება პოლიტიკური ორიენტაცია, თუმცა არამარტო

პოლიტიკა
1436
Frontnews image description

ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

“აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც აქვთ მართლა ყველანაირი ორიენტაცია არეული, ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, იგულისხმება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორიენტაცია, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ, პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული.

 

ერთი რამ მინდა, რომ ასევე ვთქვა, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს ახალგაზრდები გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან ზოგადად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქვეყანას, ეს ყველამ იცის, ჰყავს ღირსეული ახალგაზრდობა, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ არეული ორიენტაცია არ არიან, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა”, – განაცხადა კობახიძემ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს გუშინ რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს, რის შემდეგაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სტუდენტებს “ორიენტაციაარეული” უწოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები