
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს, რომ ბებუასთან დაკავშირებით შედეგი მივიღოთ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა.
მისივე თქმით, ბებუას გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.
“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში, თუმცა საკითხი არის ურთულესი. პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის შემთხვევა, სადაც ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს, რომ შედეგი მივიღოთ. რაც შეეხება ბებუას გათავისუფლებას, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შედეგი დადგეს, თუმცა საკითხი არის რთული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს