
ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები წარიმართოს. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში, მათ შორის, ისიც რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რისკები თუ ზიანი მაქსიმალურად ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი ამოცანა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს