ირაკლი კობახიძე – ყველას ინტერესებშია, რომ პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებს შეეხებოდა.
მისი თქმით, ყველას ინტერესებშია, რომ პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს.
“რეალურად, იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებითად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოვლენების განვითარება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს. ეს ყველას ინტერესებშია, ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას

ირაკლი კობახიძე – “ნაციონალური მოძრაობის” განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთლიანი პოლიტიკური სისტემა ჯანსაღად განვითარდეს

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად