Logo

ირაკლი კობახიძე – ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის

პოლიტიკა
642
Frontnews image description

თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას, არის განადგურებული უკრაინა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement