ირაკლი კობახიძე - ყირგიზეთი ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით, ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმაოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები, სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში.
"გრძელდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი. ჩვენ ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმაოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები, სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან. ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, ყირგიზეთიც მაქსიმალურად ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




