ირაკლი კობახიძე - ყურადღებას არც მომავალში მოვაკლებთ მაღალმთიანი რეგიონების კიდევ უფრო მეტად განვითარებას

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მასშტაბური ინიციატივები განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით და მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა, პარლამენტთან მჭიდრო კომუნიკაციით, მუდმივად ეცდება ახალი ინიციატივების შემუშავებას მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად.
"მუდმივად ვეცდებით ახალი ინიციატივების შემუშავებას იმისათვის, რომ მაღალმთიანი რეგიონები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად გამაგრდეს მაღალმთიან რეგიონებში. ბუნებრივია, პარლამენტთან გვექნება მჭიდრო კონსულტაციები ამ საკითხზე", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




