Logo

ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით დღეს ბევრად უფრო ეფექტურია სამართალდამცავი გუნდი, ვიდრე იყო მანამდე

პოლიტიკა
249
Frontnews image description

ყველა მიმართულებით დღეს ბევრად უფრო ეფექტურია სამართალდამცავი გუნდი, ვიდრე იყო მანამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, ყველა ხედავს შედეგებს, იგივე, ნარკოტიკული დანაშაულის, ორგანიზებული, კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის მიმართულებით.

„ეს საბოლოო ჯამში აისახება ყველაფერზე, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ა.შ. ყველგან გვაქვს დადებითი ტენდენციები, კლება სტატისტიკაში. ამ დანაშაულებშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულს უფრო ეფექტურად დავუპირისპირდით, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ყველგან დაფიქსირდა კლება ამ თვეების განმავლობაში. საუბარია რამდენიმე თვეზე, სამთვიან პერიოდზე და უკვე კლება დაფიქსირდა. უფრო ეფექტურად ვებრძვით ნარკოტიკულ დანაშაულს. 200-ზე მეტი მსხვილი ნარკორეალიზატორია დაკავებული, აღარაფერს ვამბობ მცირე რეალიზატორებზე. ორგანიზებულ დანაშაულებზე იყო პრინციპული პრობლემა, ეს პრინციპული პრობლემა გადაწყდა და გრძელდება ბრძოლა ყველა მიმართულებით. კორუფციულ დანაშაულებზეც ნახეთ კონკრეტული გამოძიებები, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით დღეს ბევრად უფრო ეფექტურია სამართალდამცავი გუნდი, ვიდრე იყო მანამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement