
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, გეგმები ძალიან ამბიციურია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
"ასევე ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რასაც ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი სამ ძირითად აეროპორტზე, საერთაშორისო აეროპორტზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი მგზავრით იგეგმება ნაკადის გაზრდა.
ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას და ეს ყველაფერი ასევე ხელს უწყობს, ბუნებრივია, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები და ამასთან ერთად პრინციპულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კავშირების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი, მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გასული თვეების განმავლობაში, მათ შორის ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ახლა გვაქვს დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გავაფორმებთ. საქართველოს ეწვევიან ასევე უზბეკეთის და თურქმენეთის ლიდერები. ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გვაქვს უმაღლეს დონეზე ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და ეს არის ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული და რა თქმა უნდა, ბოლომდე გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს