
ავტორი
Front News საქართველო
მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული.
"მთავარია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ექსპერტული ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა გაგრძელდეს ამ რეჟიმში მუშაობა. რაც მთავარია, გონივრული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, ყველა რისკფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული, მათ შორის, ფარმაცევტული მაფიის ინტერესები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მთავარია, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ ყველა თემასთან დაკავშირებით ისე, რომ გონივრულად დაიხარჯოს თითოეული თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს