Logo

ირაკლი კობახიძე - ყველამ კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა

პოლიტიკა
238
Frontnews image description

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

"რაც შეეხება ენჯეოებს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ენჯეოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ეს აღიარა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამაც, USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულები კონკრეტული ორგანიზაციები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში. დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement