ირაკლი კობახიძე - ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული


ავტორი
Front News საქართველო
ხედავთ, რამდენად ენერგიულად და ეფექტიანად დაიწყო მუშაობა სუსის ახალმა ხელმძღვანელმა, ბატონმა მამუკა მდინარაძემ, არაერთი კორუფციული ფაქტი გამოვლინდა, რაზეც დაიწყო გამოძიება, მიღებული იქნა შესაბამისი ზომები და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სუსის საქმიანობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული.
"პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, ყველამ უნდა დაინახოს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება კორუფციული დანაშაული, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ზომებს, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად დაიხვეწოს ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის საქმიანობა იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად თავიდან აცილებული ნებისმიერი ასეთი შემთხვევა მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა