ირაკლი კობახიძე - ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის

ავტორი
Front News საქართველო
გერმანიასთან ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას, მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღია იქნება მასთან თანამშრომლობისთვის.
"რაც შეეხება გერმანიის ელჩის გაწვევას, ვფიქრობ, რომ სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იყო გერმანიისთვის ამ ადამიანის ყოფნა ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, პირიქით, თუ გავიხსენებთ გერმანიის ელჩებს, ყველას შეჰქონდა თავისი დადებითი წვლილი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში. რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ეს ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ბატონმა ფიშერმა. თუმცა, ძალიან მალე ყველაფერი აღდგება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას, მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება. არ ვიცი, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


