ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის საიმედო პარტნიორი მეზობელი ქვეყნებისთვის.
"კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა მშვიდობის მნიშვნელობას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა. ასევე, მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში, ფართო რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს, ტრანზიტს და ა.შ. საქართველო ყოველთვის სწორედ ასეთ საიმედო პარტნიორის როლს ასრულებდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის. მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური კუთხით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. რა თქმა უნდა, ორიენტირებული ვართ მაქსიმალურად ამ თანამშრომლობის განვითარებაზე.
ასევე, ცენტრალური აზია ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ვფიქრობთ, ამ კუთხით არის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ განვითარდეს თანამშრომლობა და ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო საინტერესოა ყველა ქვეყნისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ევროკავშირთან, EFTA-ის ქვეყნებთან, ასევე დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. რა თქმა უნდა, ესეც აძლიერებს ჩვენს პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით.
ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვართ მშვიდობის განმტკიცებაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ. ყველა მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობის და პარტნიორობის იმედი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა