
ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.
მისი თქმით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.
"ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. წლების მანძილზე, პირველ რიგში უცხოური დაფინანსებით, თავს გვახვევდნენ სიძულვილს, აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის ქართული კულტურისთვის მიუღებელი მოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ამ სამმართველოს და მის მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მის საქმიანობას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს