ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს

ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მან იმ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.
"განხორციელდა 51 ჰუმანიტარული, ნდობის აღდგენის პროექტი, 16 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნესინიციატივა, ჩვენ ვუმკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




