ირაკლი კობახიძე - ყველას უნდა ელაპარაკო, ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკაში ადამიანს არ შეიძლება გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც თუნდაც ის მტრულად გექცევა, უნდა იყო ორიენტირებული შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების დაცვაზე, უნდა იყო მაქსიმალურად პრაგმატული და დიპლომატიური - ამის გამოხატულებაა ჩვენი განწყობა, ჩვენი დამოკიდებულება, მათ შორის, რაც ფიქსირდება შესაბამის შეხვედრებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი.
"პოლიტიკაში ადამიანს არ შეიძლება გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც თუნდაც ის მტრულად გექცევა. შენ უნდა იყო ორიენტირებული შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების დაცვაზე. უნდა იყო მაქსიმალურად პრაგმატული და დიპლომატიური. ამის გამოხატულებაა ჩვენი განწყობა, ჩვენი დამოკიდებულება, მათ შორის, რაც ფიქსირდება შესაბამის შეხვედრებზე. ყველას უნდა ელაპარაკო - ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი, რომ მტერსაც და მოყვარესაც უნდა ელაპარაკო. გუშინ იქ იყო წარმოდგენილი 50-მდე ლიდერი და ნახევარზე მეტთან მქონდა გასაუბრება, ამ შეხვედრის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




