Logo

ირაკლი კობახიძე - ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს

პოლიტიკა
257
Frontnews image description

ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე და ყველას ვალია, პატივი მიაგოს თითოეული გმირის ხსოვნას.

"ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს. 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის განსახიერება თავდადების, სამშობლოსთვის თავგანწირვის. კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას და მადლობას გადავუხდი ყველა ვეტერანს, ყველა გმირს მათი ღვაწლისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები