ირაკლი კობახიძე - ყველგან არის ორმაგი სტანდარტები

ავტორი
Front News საქართველო
თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ფედერალური საემიგრაციო ოფიცრების მიერ ორი პირის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები.
"გახსოვთ, რომ თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და გახსოვთ, რომ უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამართალდამცველებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არის, რაც გვახსოვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან. ყველგან არის ორმაგი სტანდარტები. ეს არის ზოგადი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




