ირაკლი კობახიძე - ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც დავინახავთ ხარვეზებს პროექტების აღსრულებაში

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სადაც აღმოჩნდა პრობლემები, იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის.
"არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით არის კითხვები. ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან გაგრძელდება გამოძიება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში. ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ არის ხარვეზები პროექტების აღსრულებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


