ირაკლი კობახიძე – ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს პაკეტი, რომელიც დაინიციირდება პარლამენტში


ავტორი
Front News საქართველო
დღეს მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, საუბარია როგორც ამერიკული „ფარას“ ასლის დაინიცირებაზე, ასევე საკითხი ეხება მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც იქნება გაწერილი ობიექტურობის სტანდარტები, რაზეც ისაუბრა დღეს უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ეთიკური სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არსებითად ბრიტანულ მოდელზე იქნება დაფუძნებული.
“ასევე არის მთელი რიგი სხვა ინიციატივები, როგორიც არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული კანონპროექტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ა.შ. ძალიან სწორად ითქვა დღევანდელ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერის მიერ, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში, ეს იყო თავსმოხვეული ხარვეზები და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რომ ეს თავსმოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც დაინიციირდება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს