
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პარტიული გამოწვევაა ძლიერი გუნდისა და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებაა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ლიდერების რგოლი, არამედ აქ იგულისხმება ნებისმიერი რგოლი, რომელთანაც დაკავშირებულია პარტიის საქმიანობა. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა, სამთავრობო გუნდი, ადგილობრივ ხელისუფლებებში ჩვენი წარმომადგენლობა. ამ გუნდის კონსოლიდაცია არის ერთ-ერთი გამოწვეევა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“რაც შეეხება ქვეყნის განვითარების კუთხით ჩვენს მთავარ გამოწვევებს. ერთი, ეს არის სიღარიბის დაძლევა, კეთილდღეობის ხარისხის თვისებრივად ამაღლება და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მიმართულება სწორია. მთავარია, რომ სწორი ტენდენციით გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და სწორად ვიმუშავოთ შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება გაჩნდეს ამ გლობალური ტენდეციების ფონზე და ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს