Logo

ირაკლი კობახიძე – რა მნიშვნელობა აქვს, როდინდელია ჩანაწერი, ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, არის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი

პოლიტიკა
14.09.2021 / 18:40
Frontnews image description

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი სამი ტელევიზიის შესრულებით ხორციელდება.

 

მისივე თქმით, ეს არის კამპანია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამ ძალიან მძიმე ბოლშევიკურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, განსაკუთრებით 2 ოქტომბერს, როდესაც ამომრჩეველი სარჩევნო ყუთებთან მივა“.

 

“ჩვენთვის კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო “ნაცმოძრაობიდან” გამოჟონილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბოლშევიკური კამპანია არის მხოლოდ და მხოლოდ ფონის შემზადება გარკვეული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებისთვის. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, საჭიროა საზოგადოების ყურადღების გამახვილება. ამ ბოლშევიკურ და გარყვნილ ქმედებებს რა თქმა უნდა, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. მოგეხსენებათ, ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი იყო. ამის შემდეგ პარტიული ტელევიზიების ორმა წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მთლიანად არიან საქმის კურსში იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, და ისინი იქმნიან ერთგვარ ალიბს ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, ამასთან დაკავშირებით, მათ ბუნებრივია, საზოგადოება გასცემს საკადრის პასუხს. ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, არის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება, მოუვიდეს აზრად ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომლებიც ვიხილეთ ჩვენ გვარამიას და დიანა ტრაპაიძის მხრიდან, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის “ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი“, – განაცხდა კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის მძიმე ვითარება, მათ არ აქვთ დადებითი სარჩევნო პროგნოზები და მოლოდინები.

 

“ასეთ დროს, ბუნებრივია, ოფისებიდან ძალიან მარტივად ჟონავს ხოლმე ინფორმაცია. ეს ხდებოდა 2020 წელს, უფრო ადრე და ეს ხდება წელსაც. ანუ, მათი ოფისიდან ჟონავს ინფორმაცია და ჩვენ სწორედ მათმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ ყველაფერთან, ამ გეგმასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონკრეტული ადამიანისთვისაც კი, რომელიც არის გუნდის წევრი, იყო სრულიად შოკისმომგვრელი და მიუღებელი ის ინფორმაცია, ის გეგმა, რაც მან მოისმინა საკუთარი გუნდის ლიდერების მხრიდან. რაც მათ აქვთ დაგეგმილი, ეს ბოლშევიზმის ჩარჩოებშიც კი არ ჯდება. მხოლოდ და მხოლოდ გვარამიას, მელაძის, დიანა ტრაპაიძის და ინგა გრიგოლიას აზრებად შეიძლება მომწიფდეს ასეთი გეგმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ახლა არის პრევენცია.

 

“აქედან გამომდინარე ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული, გარყვნილი გეგმის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას წინასწარ უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა პრევენცია. თუ მაინც გაბედავენ ისინი ამ ყველაფრის გაკეთებას, ამ შემთხვევაში მათ ბუნებრივია, საკადრისი პასუხი გაეცემათ. წინასაარჩევნო პერიოდია და ყველამ ვიცით, რომ ეს სამი ტელევიზია არის პარტიული ტელევიზია, მათ აქვთ პარტიული ამოცანები და მთლიანად არიან აგებული სიცრუის გავრცელებაზე, დეზინფორმაციაზე და .შ. ფეიკნიუსი, ბრალდებები და ა.შ. ეს არის ამ სამი ტელევიზიის მთავარი ხაზი, ისევე როგორც მათი პატრონის – „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ხაზი. აქედან გამომდინარე, მიყვებიან ამ გენერალურ ხაზს და არც მგონია, რომ გადაუხვევენ ამ ხაზს არჩევნებამდე, თუნდაც არჩევნების შემდეგ. გავიმეორებ, რა იყო სცენარი. სცენარი იყო ის, რომ მათ გაავრცელეს ტყუილ-მართალი, ესეც შეიძლება ითქვას, ტყუილ-მართალი გუშინდელი დღიდან, რათა შეექმნათ გარკვეული განცდა, თითქოს ტარდება უკანონო მოსმენები ჩვენს ქვეყანაში და ამ ფონზე მათ უნდა გაევრცელებინათ ფარული ჩანაწერები, რომლებიც ასახავდა კონკრეტული პირის, ან პირების პირად ცხოვრებას.

 

ეს იყო მათი გეგმა, რომლის შესახებაც გამოჟონა ინფორმაციამ „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან. ეს იყო თქვენი ბოლშევიკი გენპროკურორი დირექტორის გეგმა, რასაც ბუნებრივია, სათანადო დროს ნათელი მოეფინება. ეს იყო გარყვნილი ნიკა გავრამიას, გარყვნილი ნოდარ მელაძის, დიანა ტრაპაიძის, ინგა გრიგოლიას და ა.შ. გეგმა, ამ გარყვნილი, ბინძური ადამიანების გეგმა, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია. ეს ყველაფერი მეტყველებს ამ ადამიანის და ამ პოლიტიკური ძალის ბუნებაზე, სიცრუე არის ერთადერთი, რაზეც არის აგებული მათი რიტორიკა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა ხდებოდა ამ პოლიტიკური ძალის შესრულებით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოება არ იყიდის ასეთ ტყუილებს, რაც არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, “ვინც ფიგურირებს ჩანაწერებში, იმის გარემოცვის მიერ არის გაკეთებული ჩანაწერი“.

 

“ჯერ ერთი, რა მნიშვნელობა აქვს, როდინდელია ჩანაწერი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ჩანაწერი, რომლის გავრცელებასაც ფიქრობს ეს გარყვნილი ხალხი, არის შესრულებული შესაბამისი პირის გარემოცვის მხრიდან. შესაბამისად, ყოველგვარი აპელირება თარიღთან დაკავშირებით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. სწორედ ეს წერია გვარამიას და ტრაპაიძის განცხადებებში, რომ მითითებაა რაღაცნაირად თარიღზე. ვინც ფიგურირებს ჩანაწერებში, იმის გარემოცვის მიერ არის გაკეთებული ჩანაწერი, რაზეც გვაქვს ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია და ამ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ ასეთი რამ იკადრეს და გაბედეს, რა თქმა უნდა საგამოძიებო ორგანოებს მივაწვდით. „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გამოჟონილი ეს ინფორმაცია. მსჯელობა იყო დღეს და ამ მსჯელობის საფუძველზე ჩავატარეთ ბრიფინგი, რომლითაც ვამხილეთ ამ გარყვნილი ადამიანების გეგმა, ამ გარყვნილ ადამიანებში იგულისხმება გვარამია, ტრაპაიძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ. ესენი რომ არიან ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო მიზნებით გამსჭვალული ადამიანები, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, აქედან გამომდინარე, ისარი არის იქით, საითაც უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები