Logo

ირაკლი კობახიძე - რა პრობლემებიც იყო, ის პრობლემები ისევ არის ძალაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები

პოლიტიკა
116
Frontnews image description

საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული, შეხვედრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება.

"მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი არსებითად იყო ორიენტირებული მომავალზე. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. ამ საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული. რა პრობლემებზე ვისაუბრეთ და რაზე არ ვისაუბრეთ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული და შესაბამისად, შინაარსი ვერ გასაჯაროვდება. პრობლემები არსად წასულა. პოდოლიაკმა განცხადება აღარ გააკეთა გუშინდლის მერე?! თუ დანილოვმა აღარ გააკეთა განცხადება გუშინდლის მერე, თუ ელჩი არ გაიწვიეს გუშინდლის მერე, თუ სხვა ნაბიჯები არ გადადგმულა გუშინდლის მერე?! რა თქმა უნდა, რაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ისევ არის ძალაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები და ეს არის ჩვენი სულისკვეთება", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები