ირაკლი კობახიძე - რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი

ავტორი
Front News საქართველო
დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში გაიცემა დიპლომი, ეს დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით და შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი.
"როდესაც ქვეყანაში გაიცემა დიპლომი, ეს დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს დიპლომს, თუ კერძო უნივერსიტეტი. შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი. დღეს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
"უნივერსიტეტებს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა თავისი ტრადიციული პროფილი, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა თავისი ტექნიკური პროფილი, თსუ იყო უფრო მეტად მრავალფუნქციური, ილიას უნივერსიტეტს - პედაგოგიური მიმართულება და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მწირი რესურსების პირობებში, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


