
ავტორი
Front News საქართველო
რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად, მათ ვერ გარისკეს, ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების დაყენება ეს არის სავსებით ლოგიკური, -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, რეგიონებში რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებში კანდიდატურების დაყენებაზე უარის თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი დაბალი რეიტინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ.
“რა თქმა უნდა, 2024 წელსაც ასეთივე ვითარება, ასეთივე სურათი გვექნება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატურები არ დააყენა, იყო ის, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ნიშნავს იმას, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია – ეს იყო რეალური მიზეზი, რატომაც მათ არ დააყენეს კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს