ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის


ავტორი
Front News საქართველო
რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
მისი თქმით, დაპირება იყო, რომ მმართველი გუნდი გაანეიტრალებდა რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და ეს დაპირება უნდა შესრულდეს.
"ოპოზიციამ სინამდვილეში კარგად იცის, რომ ჩვენთვის სულ ერთია, ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება განხეთქილებას რადიკალური ოპოზიციის პარტიებს შორის, ამას აქვს ერთადერთი, კლასიკური მიზეზი - ეს არის სისუსტე. რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის. თვითონ არ იციან, რა ქნან - ვერც აქციებს აწყობენ, აქციებზე ვერც კი გამოდიან სცენაზე. 2000 კაცი შეიკრიბა რამდენიმე დღის წინ რადიკალური ოპოზიციის მიერ და იქაც კი ვერ გაბედეს სცენაზე ასვლა. ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაიწმინდოს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. თუ არ ჩამოშორდა ეს აბსოლუტურად რეპუტაცია გაცვეთილი ხალხი ქართულ პოლიტიკას, ჩვენთან სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები. ჩვენი დაპირება იყო, პირადად ჩემი დაპირებაც, რომ ჩვენ გავანეიტრალებდით რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ეს დაპირება უნდა შესრულდეს. ეს დაპირება თავისთავად არის პრინციპული მნიშვნელობის, იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს