
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ რასაც ვვაჭრობთ რუსეთთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, იგივეს ვაჭრობს დასავლეთი ერთი დღის განმავლობაში. ჩვენი ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი არის ერთი და იგივე, ასეთ დროს ყველაფერი ნათელია, – განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე დასმული კითხვის პასუხად.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
“ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის ის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას.
გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც გამოიწვევდა მინიმუმ, მარტო პირველივე წელს, 2,5 მილიარდი დოლარით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას. ამას ითხოვდა ოპოზიცია. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს