
ავტორი
Front News საქართველო
რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ რადიკალურ დღის წესრიგს, ცდილობენ, ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ და საბოლოო ჯამში თვითონ გახდნენ რადიკალური დღის წესრიგის მსხვერპლი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ რადიკალიზმმა, რომელსაც ისინი აღვივებდნენპოლიტიკურ სისტემაში, “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით გადაინაცვლა.
“დღეს რასაც ვხედავთ ეს არის პოლარიზაცია ნაცმოძრაობის შიგნით, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის ნაცმოძრაობის შიგნით, რაც კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაცმოძრაობა სუსტდება, კიდევ უფრო მეტად დასუსტდება და ასეთ პირობებში შანსი ეძლევა სხვა, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ თავი დაიმკვიდრონ ამ პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ძალიან კარგი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს