ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს იმ სიბნელეს, რომელიც დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრის კონკრეტულ სეგმენტში სუფევს

ავტორი
Front News საქართველო
"იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების შედეგად, 500 მლნ შევა მარტო გადასახადების სახით ბიუჯეტში საშუალოდ წლიურად და ამას დაემატება 200 მლნ საშუალო წლიური 33 %-იანი დივიდენდის ხარჯზე, ეკონომიკაში წვლილი იქნება დაახლოებით 11 მლრდ ლარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს იმ სიბნელეს, რომელიც დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრის კონკრეტულ სეგმენტში სუფევს.
"დისკუსია, რაც გვესმის თავისი შინაარსით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, აჩვენებს იმ სიბნელეს, პირდაპირ ვიტყვი, უხეშად, რაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრის კონკრეტულ სეგმენტში სუფევს. ეს არის სიბნელე და მეტი არაფერი. ჯერ საუბარი ჰქონდათ იმაზე, რომ ინფორმაცია არ იყო საკმარისი. თქვენ იცით, რომ დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ, პირადად მე, ეკონომიკის მინისტრმა, გუნდის წევრებმა. დეტალური ინფორმაცია გავაზიარეთ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კომერციულ საიდუმლოებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ეს არის ჩვენი კანონმდებლობის მოთხოვნა და ეს არის ის, რაც ხდება ხოლმე სტანდარტულად ჩვენს ქვეყანაში. ეს კამპანია დაიწყო „ლელოს“ ლიდერმა, რომელმაც თვითონ მოითხოვა რამდენიმე წლის წინ მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმების გასაიდუმლოება. და ამაში ვერ გაამტყუნებ, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკა და სწორი პრაქტიკაა. კომერციული შეთანხმება, თავისი შინაარსით, ექვემდებარება გასაიდუმლოებას. მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, რატომ შეიძლება იყოს ამა თუ იმ კომერციული სუბიექტის და კონკრეტულად „იგლ ჰილსის“ ინტერესებში ამ ხელშეკრულების გასაიდუმლოება. ნებისმიერი კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანაში და იცით, რომ „იგლ ჰილსი“ მარტო საქართველოში არ ოპერირებს, არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ანალოგიურ პროექტებს აწარმოებენ. მაგალითად, ჩვენ ვთხოვეთ, ამ დეტალის გასაჯაროება და დაგვთანხმდნენ - ჩვენს შემთხვევაში, 33 %-ია მოგებიდან წილი, რასაც მიიღებს სახელმწიფო ამ პროექტიდან. შეიძლება იყოს სხვა ქვეყანა, სადაც წარსულში, მაგალითად, დადო იგივე შეთანხმება და იქ ეს იყო მაგალითად 20 %. ან შეიძლება, საერთოდ 0 პროცენტი იყო. წარმოიდგინეთ, რომ პრეტენზია უჩნდება უკვე პოსტ ფაქტუმ კონკრეტულ სახელმწიფოს „იგლ ჰილსთან“ მიმართებით, რომ ეს თუ იყო შესაძლებელი, მე რატომ არ დამითმე. ან შეიძლება, ხვალ სურდეს „იგლ ჰილსს“, რომ დატოვოს სადღაც არა 33 %, არამედ 5 %, ან საერთოდ არ დაუტოვოს არაფერი, ან დაუტოვოს 20 %. აქ ხომ მარტივად ჩანს, რატომ შეიძლება ჰქონდეს კომერციულ ორგანიზაციას ინტერესი. ჩვენ, რეალურად, ყველა საკვანძო საკითხი გამოვიტანეთ სააშკარაოზე. რაც შეეხება ბიუჯეტში შესატანს, გამოვიტანეთ დეტალურად და ვთქვით, რომ 500 მლნ შევა მარტო გადასახადების სახით ბიუჯეტში საშუალოდ წლიურად და ამას დაემატება 200 მლნ საშუალო წლიური, სწორედ, ამ 33 %-იანი დივიდენდის ხარჯზე. ეკონომიკაში წვლილი, რაც დეტალურად არის დათვლილი, იქნება დაახლოებით 11 მლრდ ლარი. ეს არის მარტო პირდაპირი წვლილი ეკონომიკაში, ირიბი შეიძლება იყოს ამის ორმაგი ოდენობაც კი. რაც შეეხება დასაქმებას, 24 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება მარტო პროექტის განხორციელების პერიოდში და როცა დასრულდება, უკვე 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის ყველაფერი ხელშეკრულების პირობებში. ვეუბნებით ასეთ რამეს, რომ თეორიულად იკითხე, რა შეიძლება ეწეროს საშიში ამ ხელშეკრულებაში. მკითხე და გეტყვი წერია, თუ არ წერია. დღეს გამოვიდა ამავე პარტიის წარმომადგენელი, მერობის კანდიდატი კუპრაძე და აცხადებს ასეთ რამეს, რომ ვიღაცამ მითხრაო, მეჩეთების აშენება არის დაგეგმილი ხელშეკრულების თანახმად ამ ტერიტორიაზე და ამიტომ გვიმალავენო. კი ბატონო, დასვას ეს კითხვა. ნებისმიერი სიგიჟე იკითხოს, მათ შორის ასეთი, რომ წერია „იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულებაში ის, თუ არა, რომ მეჩეთები უნდა აშენდეს. დაესვა ეს კითხვა. დასვას კითხვა და ვუპასუხებ, რომ არავითარი მეჩეთების აშენება არ იგეგმება. ასეთი გიჟური კითხვებიც კი დასვან, ნებისმიერი კითხვა დასვან“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


