
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმები და ინიციატივები საყოველთაოდ ცნობილია.
“ბიძინა ივანიშვილის გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი, მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს ხოლმე საზოგადოების წინაშე. ერთი მთავარი რამ მინდა, გაგახსენოთ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს 2 მილიარდი სადაც არის, კარგად მოგეხსენებათ. ასეთ პირობებში სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის სამარცხვინო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს