ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები


ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია, ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული ძალიან დიდი მარცხისთვის.
"თქვენ რეალურად ხედავთ, რამდენად მძიმე ვითარებაა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული, ორი პარტია ორ პარტიას აგინებს იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. ნებისმიერ კონფიგურაციაში და ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მათ შორის ის კვლევები, რომელიც ჩვენ გვაქვს და საერთო სურათს ყველა ხედავს, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში. მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, არ გახსნილიყო მოლაპარაკებები საქართველოსთან და ა.შ. საკმაოდ ვრცელია ამ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩამონათვალი. ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაბამისად, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მარცხისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს