ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის დასუსტებული, ამ სისუსტის ფონზე უპირისპირდებიან ერთმანეთს


ავტორი
Front News საქართველო
მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, რითაც მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას.
"ოპოზიციაში დაპირისპირება არის სისუსტის ნიშანი, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც არის იმ პროცესების შედეგი, რაც გამოვიარეთ ჩვენ არჩევნების შემდეგ. ისინი იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, შესაბამისად, მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას. ასეთ პირობებში მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო, საინტერესო არც ის არის, თუ ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, ასეც და ისეც საქართველოში შედგება სრულფასოვანი არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს