ირაკლი კობახიძე – რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ მხარდაჭერის იმედი არ აქვთ

ავტორი
Front News საქართველო
როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში. შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“შეზღუდული კონკურენციის მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. გურჯაანში უკონკურენტო არჩევნების მიუხედავად 2021 წლის არჩევნებზე მეტი ხმა აიღო ჩვენმა კანდიდატმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობას ვუხდით პარტიის საარჩევნო შტაბების თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე, მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების გამართულად ჩატარებისთვის. ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ წარმატებით გამოიცადა ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურა, რომლის საშუალებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 90 პროცენტზე მეტი მისცემს ხმას.
ვულოცავთ გიორგი სოსიაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო საქმიანობაში”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




