Logo

ირაკლი კობახიძე - რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც

პოლიტიკა
287
Frontnews image description

არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს შეეხებოდა.

მისი თქმით, დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკაში იპოვონ თავშესაფარი და სწორედ ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც.

"ხედავთ, რომ რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რაც არასწორია. ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში. აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს", - განაცხადა კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები